დმანისის მერმა აზერბაიჯანელ მოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა

დმანისის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, დმანისელ აზერბაიჯანელ მოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა, ხელოვან და ღვაწლმოსილ მოქალაქეებს კი სახლში ესტუმრა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

“დღეს ვესტუმრეთ ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხელოვან და ღვაწლმოსილ აზერბაიჯანელ მოქალაქეებს და პირადად მივულოცეთ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ყველა მოქალაქის რწმენის აღმსარებლობის თავისუფლება და პატივისცემა, დმანისის მუნიციპალიტეტს ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოქალაქეებთან თანაცხოვრებას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და ეს ტრადიცია მომავალშიც უნდა გაგრძელდეს”,- განაცხადა დმანისის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები