თეა ახვლედიანმა აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა

„ნოვრუზის დღესასწაული, რომელიც დაფუძნებულია ერთმანეთის მიმართ პატივისცემასა და სითბოზე, გარდაისახება ყოველდღიურ ურთიერთობებში ჩვენს მრავალეთნიკურ და მრავალკულტურულ საზოგადოებაში “, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ეთნიკურად აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებთან შეხვედრაზე განაცხადა.

სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამი კიდევ ერთხელ მიულოცა და მათ წარმატებები უსურვა.

„გულით და სულით ვუერთდები ჩვენი პრემიერ-მინისტრის მოლოცვას. თითოეულ თქვენგანს, თქვენს ოჯახებს ვულოცავ ამ უმშვენიერეს დღეს, ასევე სიმბოლურად ამ ჯგუფის სახელით მივმართავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვინც დღეს აღნიშნავს ამ უძველესი კულტურის უმშვენიერეს ტრადიციას, ნოვრუზ ბაირამს, რომელიც არის გაზაფხულის შემოსვლის, ბუნების გაღვიძების, მომავლის ოპტიმისტური რწმენის სიმბოლო. კეთილდღეობა, მშვიდობა, მტკიცე ჯანმრთელობა არ მოგაკლდეთ თქვენს ოჯახებთან ერთად. ვფიქრობ, რომ ეს სიმბოლიკა და დატვირთვა ამ დღესასწაულის, რომელიც არის დაფუძნებული ერთმანეთთან ურთიერთობის პატივისცემაზე, სითბოზე, გარდაისახება ყოველდღიურ ურთიერთობებში ჩვენს მრავალეთნიკურ და მრავალკულტურულ საზოგადოებაში”, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები