ნინო გიორგობიანი – დღეს, ჩემი ბიძაშვილის დათო ბოლქვაძის დაბადების დღეა… ჩემთვის ის გმირია, როგორც ადამიანი და როგორც რეპორტიორი
საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში, ჟურნალისტ, დათო ბოლქვაძეს დაბადების დღეს ულოცავს.
როგორც ნინო გიორგობიანი წერს, ვაშინგტონში დათოს სახელი და გვარი მსოფლიო ჟურნალისტებს შორისაა, რომლებიც პროფესიული მოვალეობის დროს დაიღუპნენ.
“ჩემი ბიძაშვილი დათო ბოლქვაძე, მზესავით ბიჭი. დღეს მისი დაბადების დღეა… ჩემთვის ის გმირია როგორც ადამიანი და როგორც რეპორტიორი. ამაყი ვარ როცა ვაშინგტონში ერთ – ერთი ვიზიტის დროს მისი სახელი გვარი ვნახე მსოფლიო ჟურნალისტებს შორის რომლებიც პროფესიული მოვალეობის დროს დაიღუპნენ.
“პატივს მივაგებთ რეპორტიორს, რომელიც მზად არის იდგეს, როდესაც სხვები გარბიან და სვამდეს კითხვებს, როდესაც სხვებს შიში დუმილს აიძულებს“, – წერს გიორგობიანი.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი დათო ბოლქვაძე, 1993 წლის 28 ოქტომბერს, სამეგრელოში რამდენიმე სამხედრო ტყვესთან ერთად დახვრიტეს. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს, მათ, ქართველმა საჯაროდ, ბევრი ადამიანის თვალწინ ესროლა.