WhatsApp, Facebook Messenger და Instagram შეფერხებით მუშაობს
Facebook-ის და მის კუთვნილ Instagram-სა და WhatsApp-ში გლობალური შეფერხებაა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ვებგვერდ Downdetecter-ის სტატისტიკა მოწმობს, რომელიც აკონტროლებს პოპულარული ინტერნეტ რესურსების შეფერხებებსა და გათიშვებს.
აღნიშნული სოციალური ქსელების შეფერხებული მუშაობა 20:10 საათზე დაფიქსირდა.
სერვისების პრობლემური მუშაობის შესახებ სხვადასხვა ქვეყნიდან იტყობინებიან: პოლონეთი, უნგრეთი, იტალია, არგენტინა, მათ შორის საქართველო და სხვა.
რა გახდა სოციალური ქსელების შეფერხების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.