„ასტრაზენეკას“ ვაქცინის სარგებელი აჭარბებს შესაძლო რისკებს – ჯანმო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია “ასტრაზენეკას” ვაქცინასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ჯანმო-ს ცნობით, ექსპერტთა ჯგუფმა განაცხადა, რომ ვერ იპოვეს თრომბის კავშირი “ასტრაზენეკას”
ვაქცინასთან და მისი სარგებელი რისკებს აჭარბებს.
“არსებული მონაცემები არ მიუთითებს დიაგნოზების საერთო ზრდაზე, რომელიც უკავშირდება სისხლის შედედებას, ისეთების როგორებიცაა ღრმა ვენური თრომბოზი ან ფილტვების თრომბოემბოლიაა აცრის შედეგად. თრომბოემბოლიის მითითებული მონაცემები ვაქცინის გამოყენების შემდეგ შეესაბამება ამ მდგომარეობათა დიაგნოზების მოსალოდნელ რაოდენობას. ორივე დაავადება ბუნებრივი სახით გვხვდება და იშვიათობას არ წარმოადგენს. ისინი ასევე წარმოიქმნება კოვიდინფექციით დაინფიცირების შედეგად”, – ნათქვამია ჯანმო-ს განცხადებაში.