ირაკლი ღარიბაშვილი: დათა ვანიშვილი წლების განმავლობაში უტეხად დარაჯობდა საკუთარ მიწა-წყალს და ბოლომდე არ შეეპუა ოკუპაციას

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ხურვალეთელი დათა ვანიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს გამორჩეული მოქალაქის, დათა ვანიშვილის გარდაცვალების გამო. ეს ის ადამიანია, რომელმაც უარი თქვა საკუთარი სახლის მიტოვებაზე და ცხოვრება გაუსაძლის პირობებში, მავთულხლართებს მიღმა არჩია. იგი წლების განმავლობაში უტეხად დარაჯობდა საკუთარ მიწა-წყალს და ბოლომდე არ შეეპუა ოკუპაციას“, – წერს პრემიერი.

ცნობისთვის, 88 წლის ასაკში ხურვალეთელი დათა ვანიშვილი, დათა პაპა გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები