ალეკო ელისაშვილი: ვადამდელი და პლებისციტი საერთოდ სისულელეა, პირველივე წუთიდან ვამბობდით, რომ პლებისციტი არის არაფერი, წყალი
“ვადამდელი და პლებისციტი საერთოდ სისულელეა, პირველივე წუთიდან ვამბობდით, რომ პლებისციტი არის არაფერი, წყალი”, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, არცერთი ინვესტორი აქ არ ჩადებს ფულს, ვიდრე სასამართლო არ იქნება სანდო.
„ჩვენი აზრით, ეს არის სახელმწიფოებრივად ძალიან არასწორი, როდესაც შეგიძლია, ამ ქვეყნის პერსპექტივა წამოიღო. სასამართლო ჩვენ მარტო იმისთვის არ გვჭირდება, რომ სამართლიანობის განცდა იყოს, გვჭირდება იმისთვის, რომ გამდიდრდეს ქვეყანა. არცერთი ინვესტორი აქ არ ჩადებს ფულს, ვიდრე სასამართლო არ იქნება სანდო. ეს არის ორჯერ ორი ოთხი, ეს გამდიდრების საშუალებაც არის, ნორმალური ქვეყნის მშენებლობის საშუალება. ვადამდელი და პლებისციტი საერთოდ სისულელეა, პირველივე წუთიდან ვამბობდით, რომ პლებისციტი არის არაფერი, წყალი. სად არის გარანტია, რომ პლებისციტს არ მოიგებს „ქართული ოცნება?“ შემდეგ რა რჩება ხელში ოპოზიციას? საერთოდ არაფერი და საერთოდ არაფერზე, საერთოდ არაფერზე მზად ვართ, რომ დავთმოთ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც“, – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.
გუშინ „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის უცხოელი პარტნიორების მედიატორობით გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკებები კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა.