ალეკო ელისაშვილი: დათქმა იყო, რომ ორ წამყვან კომიტეტს ხელმძღვანელობდეს ოპოზიცია, კომიტეტის თავმჯდომარეობა ნიშნავს უფრო მეტ რესურსს

“დათქმა იყო, რომ ორ წამყვან კომიტეტს ხელმძღვანელობდეს ოპოზიცია”, – ასე უპასუხა პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, მოლაპარაკების პროცესში მხარეები მსჯელობდნენ თუ არა საპარლამენტო თანამდებობების განაწილებაზე.

ელისაშვილის თქმით, კომიტეტის თავმჯდომარეობა ნიშნავს უფრო მეტ რესურსს.

„ეს საკითხი იდგა მოლაპარაკების მაგიდაზე, ოღონდ ვისაც როგორ უნდა, ისე გაიგებს. ვიღაცისთვის შესაძლოა, ეს იყოს თანამდებობებით ვაჭრობა, მაგრამ ამას სათაური ჰქონდა – „პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილება“. დათქმა იყო, რომ ორ წამყვან კომიტეტს ხელმძღვანელობდეს ოპოზიცია. კომიტეტის თავმჯდომარეობა ნიშნავს უფრო მეტ რესურსს, უფრო მეტ შესაძლებლობას. ამაზე იყო მსჯელობა. „ქართული ოცნება“ ამბობდა, რომ ამაზე იმსჯელებდა, დიდად არ მოსწონდათ ეს იდეა, მაგრამ ამბობდნენ, რომ მზად იყვნენ, ამაზე ემსჯელათ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები