კონსერვატორიის საიუბილეო თარიღები – ანტონ წულუკიძის 100 წლისთავი

17 მარტს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, მუსიკოსის, ხელოვნებათმცოდნისა და პედაგოგის, ანტონ წულუკიძის 100 წლისთავს აღნიშნავს.
მან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორის 1950 წელს თეორიულ -საკომპოზიციო განხრით დაამთავრა.
1951–1956წწ. ასწავლიდა მუსიკის თეორიის საგნებს თბილისის II სამუსიკო სასწავლებალში;
1953–1961წწ. იყო ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნებას” მუსიკალური და ქორეოგრაფიული განყოფილების გამგე, 1961 წლიდან მუსიკალური დაწესებულებების განყოფილების უფროსი, 1965 წლიდან საქართველოს კულტურის სამინისტროს სარეპერტუარო–სარედაქციო კოლეგიის მუსიკალური ხელოვნებისა და დრამატული თეატრების მთავარი რედაქტორი;
1953 წლიდან არის ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, 1981 წლიდან მუსიკის ისტორიის კათედრის დოცენტი;
დაწერილი აქვს: წიგნები და ბროშურები – „შალვა მშველიძე” (1964), „თანამედროვეობის მუსიკა” (1966), “ევგენი მიქელაძე” (1968), „ქართული ხალხური მუსიკალური ინსტრუმენტები და ინსტრუმენტული მუსიკა”(1970), „ქართული საბჭოთა მუსიკა” (1971), „ზაქარია ფალიაშვილი” (1971), „ქართული მუსიკა”(1974); ნაშრომები კრებულებად – „ო. თაქთაქიშვილის შემოქმედებითი გზა” (1956), „ანდრია ბალანჩივაძის მეორე სიმფონია” (1961); შესავალი სტატიები წიგნებისა და ბროშურებისათვის; სტატიები პერიოდულ ბეჭდურ გამოცემებში, ჟურნალებში – „ქართველი კომპოზიტორების ახალი ნაწარმოებები” (1954), „დაისის” ახალი დადგმის შესახებ” (1957), „მაღალ საოპერო ხელოვნებაზე” (1959), „დიდი ხელოვნების ესტაფეტა” (1966, სახალხო არტისტ დ. ანდღულაძესა და მის მოსწავლეებზე), „დ. შოსტაკოვიჩი და მისი სიმფონიები” (1968), „საქართველოს კულტურის დღეები საარბრიუკენში” (1974), „ქართული ბელკანტოს ფუძემდებელი” (1982);
1954 წლიდან 1979 წლამდე იყო საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის წევრი, კავშირის მუსიკალური კრიტიკის კომისიის ბიუროს წევრი და ასევე კავშირის გამდეობის წევრი.
1979 წელს მიენიჭა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის წოდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები