“ბაიდენი ისტერიკაშია, ჩვენს მოქალაქეებს შეურაცხყოფა მიაყენა” – რუსეთში პუტინზე აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვები შეაფასეს

რუსეთის დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ვლადიმერ პუტინზე გაკეთებული განცხადება არის რუსეთის მოქალაქეთა შეურაცხყოფა, ასევე, უძლურობით გამოწვეული ისტერიკა.

როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, “საკუთარი განცხადებით ბაიდენმა ჩვენს მოქალაქეებს შეურაცხყოფა მიაყენა. ეს უძლურობით გამოწვეული ისტერიკაა. პუტინი ჩვენი პრეზიდენტია, მასზე თავდასხმა – ჩვენს ქვეყანაზე თავდასხმაა!”.

დუმის საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ლეონიდ სლუცკი კი ამბობს, რომ რუსეთის მიმართ მუქარა აშშ-ის არჩევნებში “თითქოსდა ჩარევის გამო”, რუსეთის ყურადღების მიღმა არ დარჩება და ქვეყანა ადეკვატურ და გასაგებ პასუხს გასცემს.

“მუქარა, რომ “რუსეთი პასუხს აგებს”, დარწმუნებული ვარ, ყურადღების მიღმა არ დარჩება. აშშ-ის მხრიდან ყოველგვარი შემზღუდავ ზომებზე, მით უმეტეს, ასეთი გამოგონილი მოტივებზე, ვიპოვით გასაგებ და ადეკვატურ პასუხს”, – თქვა სლუცკიმ.

მისივე თქმით, აშშ-მა “ამოწურა სანქციებისთვის მიზეზები და ნაფტალინის ბრალდებები დაიწყეს. რუსეთი არ ჩარეულა და არც ჩაერევა ამერიკის არჩევნებში”, – თქვა მან.

აშშ-ის ეროვნულმა დაზვერვამ მოხსენება გამოაქვეყნდა, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ მოსკოვი ცდილობდა დონალდ ტრამპის დახმარებას, რათა ის მეორე ვადით ყოფილიყო არჩეული. დაზვერვის შეფასებით, კრემლმა გავლენის მოხდენის რამდენიმე ოპერაცია განახორციელა, რომლებიც იყო მიმართული: დემოკრატიული პარტიისა და ჯო ბაიდენისთვის ზიანის მიყენებისკენ; დონალდ ტრამპის მხარდაჭერისკენ; საარჩევნო პროცესისადმი საზოგადოების ნდობის შესუსტებისკენ; აშშ-ში სოციალური და პოლიტიკური განხეთქილების გაძლიერებისკენ.

აღნიშნულს დღეს აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ “პუტინი პასუხს აგებს”. ასევე, თქვა, რომ რუსეთის ლიდერს “მკვლელად” მიიჩნევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები