ირაკლი ღარიბაშვილი – მარინა კალიურანდთან შეხვედრაზე: შევთანხმდით, რომ პოლიტიკურ დიალოგს დაინტერესებულ მხარეებს შორის არსებითი მნიშვნელობა აქვს

პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელთან, მარინა კალიურანდთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში” ეხმაურება.

მთავრობის მეთაური წერს, რომ შეხვედრაზე განხილული იყო სხვადასხვა სფეროში საქართველო-ევროკავშირის წარმატებული თანამშრომლობა.

„შევხვდი მარინა კალიურანდს, საქართველოს ნამდვილ მეგობარსა და აქტიურ მხარდამჭერს. განვიხილეთ საქართველო-ევროკავშირის წარმატებული თანამშრომლობა რიგ სფეროებში. შევთანხმდით, რომ პოლიტიკურ დიალოგს, დაინტერესებულ მხარეებს შორის, არსებითი მნიშვნელობა აქვს. ევროპარლამენტის მზარდი ჩართულობა ხელს შეუწყობს საქართველოს შემდგომ დაახლოებას ევროკავშირთან”, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები