დავით მათიკაშვილი: ნათელია, რომ პოლიტიკური კრიზისი ხელოვნურადაა გამოწვეული ოპოზიციის მხრიდან
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი ოპოზიციის მხრიდან ხელოვნურადაა გამოწვეული.
მათიკაშვილის თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, “ქართული ოცნება” რაციონალური გადაწყვეტილებების მისაღებად მზადაა.
“ჩვენი ევროპელი კოლეგების მხრიდან ოპოზიციის მისამართით მკაფიო გზავნილები იყო გაკეთებული. კიდევ ერთხელ იყო ხაზგასმული, რომ არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში. ამ მხრივ არგუმენტი ოპოზიციას ხელთ არ უკავია. შესაბამისად, ნათელია, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი ხელოვნურადაა გამოწვეული ოპოზიციის მხრიდან, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, “ქართული ოცნება” არის მზად, მიიღოს რაციონალური, სწორი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ”, – განაცხადა მათიკაშვილმა.