პარლამენტმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცალკე უწყებად გამოყოფას მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილებას 79-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტის მიხედვით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იყოფა და ორ სამთავრობო უწყებად – განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდ, ასევე, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდ ყალიბდება.