“ქვეყანაში თუ არ დაიწყება ფართომასშტაბიანი ვაქცინაცია, მაქსიმუმი იქნება, რომ ისე შევინარჩუნოთ მდგომარეობა, როგორც დღეს გვაქვს, ამიტომ, ეს დღე იყო ისტორიული”
“ქვეყანაში თუ არ დაიწყება ფართო ვაქცინაცია, მაქსიმუმი იქნება, რომ ისე შევინარჩუნოთ მდგომარეობა, როგორც დღეს გვაქვს, ამიტომ, ეს დღე იყო ისტორიული”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ვაქცინაცია არის ერთ-ერთი ძირითადი საშუალება, რათა პანდემია დავძლიოთ.
,,დღეს დაფიქსირდა დაბალი რიცხვები როგორც ავადობის, ასევე, გარდაცვალების. ასეთი დაბალი რიცხვები არ ყოფილა გაზაფხულ-ზაფხულის შემდეგ, მაგრამ ყველას კარგად გვესმის, რომ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. ქვეყანაში თუ არ დაიწყება ფართო ვაქცინაცია, მაქსიმუმი იქნება, რომ ისე შევინარჩუნოთ მდგომარეობა, როგორც დღეს გვაქვს. ამიტომ, ეს დღე იყო ისტორიული. ვაქცინაცია არის ერთ-ერთი ძირითადი საშუალება, რათა დავძლიოთ პანდემია. ორი დღის წინ წინ შემოვიდა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ვაქცინაა. ეს არის სამი ვაქცინიდან ერთ-ერთი, რომელსაც საერთაშორისო სერტიფიკატები და აღიარება აქვს მიღებული. საქართველოსთვის ეს დიდი საქმეა. საქართველო არის მეოთხე ქვეყანა, რომელმაც „კოვაქსის“ პლატფორმით მიიღო ეს ვაქცინა. მყარი გარანტიებია მიღებული, რომ არანაირი წყვეტა არ იქნება და შემოტანა გაგრძელდება“, – განაცხადა ცერცვაძემ.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეიდან დაიწყო.