თენგიზ ცერცვაძე: საქართველოს კორონავირუსის შემთხვევების და გარდაცვლილების რაოდენობის მხრივ დღეს უკეთესი მდგომარეობა აქვს, ვიდრე 41 ევროპულ ქვეყანასა და თვით ისრაელსაც კი
“გმირმა ექიმებმა, რომლებიც 100 კოვიდ-კლინიკაში დღე და ღამე მუშაობდნენ, შევძელით, რომ ვაქცინის გარეშე საქართველო მოგვეყვანა დღემდე”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ „იმედის დღეში“ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს კორონავირუსის შემთხვევებისა და გარდაცვლილების რაოდენობის მხრივ დღეს უკეთესი მდგომარეობა აქვს, ვიდრე ინგლისს, ამერიკას, გერმანიას, ავსტრიას, 41 ევროპულ ქვეყანასა და თვით ისრაელსაც კი.
„ქვეყანამ, ქვეყნის ხელმძღვანელობამ, ვერტიკალმა, ჯანდაცვის სამინისტრომ, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა, ჩვენ, კლინიკურმა ჯგუფმა და, უპირველეს ყოვლისა, გმირმა ექიმებმა, რომლებიც 100 კოვიდ-კლინიკაში დღე და ღამე მუშაობდნენ, შევძელით, რომ ვაქცინის გარეშე საქართველო მოგვეყვანა დღეისთვის უფრო კარგი მაჩვენებლებით, ავადობის უფრო დაბალი რიცხვით და სიკვდილობის უფრო დაბალი პროცენტით, ვიდრე იმ ქვეყნებმაც კი, რომლებიც ვაქცინაციას 3 თვეა აკეთებენ. ეს არ უნდა დავკარგოთ.
საქართველოს კორონავირუსის შემთხვევებისა და გარდაცვლილების რაოდენობის მხრივ დღეს უკეთესი მდგომარეობა აქვს, ვიდრე ინგლისს, ამერიკას, გერმანიას, ავსტრიას, 41 ევროპულ ქვეყანასა და თვით ისრაელსაც კი“, – განაცხადა ცერცვაძემ.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეიდან დაიწყო.