თენგიზ ცერცვაძე: არაჯანსაღმა ძალებმა, უსინდისო ადამიანებმა თავს უფლება მისცეს და ტელევიზიის ეთერებიდან გააჟღერეს მკრეხელური მოსაზრება, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა ცუდია

“არაჯანსაღმა ძალებმა, უსინდისო ადამიანებმა თავს უფლება მისცეს და ტელევიზიის ეთერებიდან გააჟღერეს მკრეხელური მოსაზრება, AstraZeneca-ს ვაქცინა ცუდია”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „იმედის დღეში“ განაცხადა.

მისი თქმით, არიან გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ვაქცინის შესახებ ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ.

„არაჯანსაღმა ძალებმა, უსინდისო ადამიანებმა თავს უფლება მისცეს და 13 რიცხვში, როდესაც AstraZeneca-ს ვაქცინა შემოვიდა, ტელევიზიის ეთერებიდან გააჟღერეს მკრეხელური მოსაზრება, რომ ეს არის ცუდი ვაქცინა, რომ შეპირებული იყო სხვა ვაქცინის შემოტანა და შემოვიდა AstraZeneca, რომელიც იწვევს რაღაც გვერდით მოვლენებს, რის გამოც ევროპის ქვეყნები მას არ იყენებენ. პირდაპირ მოუწოდეს ექიმებსა და მოსახლეობას, ამ „ექსპერიმენტში“ მონაწილეობა არ მიიღონ, ვინაიდან ეს არის მთავრობის მიერ თავისი ხალხის მორიგი დაღალატება. სამწუხაროდ, იქ 2-3 ექიმიც გამოჩნდა, რომლებიც გამოვიდნენ და თქვეს რომ ისინი უარს ამბობენ ამ ვაქცინით აცრაზე და მოუწოდებენ სხვებსაც, რომ უარი თქვან. ამაზე დიდი ტყუილი მე ბოლო პერიოდში არ მინახავს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეიდან დაიწყო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები