შალვა პაპუაშვილი: იმედია, ჩვენს მედიატორსა და პროცესის ყველა მონაწილეს წარმატებული დღე გვექნება და შეთანხმება შედგება
“იმედია, ჩვენს მედიატორსა და პროცესის ყველა მონაწილეს წარმატებული დღე გვექნება და შეთანხმება შედგება”, – ამის შესახებ, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდის ყველა შეთავაზება ეფუძნება ერთ მთავარ პრინციპს: რომ ეს იყოს სამართლიანი შეთანხმება.
„კარგია, რომ კრისტიან დანიელსონმა იფიქრა, რომ შეთანხმება შესაძლებელია და ოპოზიციის მხრიდან ღიად დატოვებული საკითხების შესათანხმებლად, შეხვედრას აგრძელებს. ყველა ჩვენი შეთავაზება ეფუძნება ერთ მთავარ პრინციპს: რომ ეს იყოს სამართლიანი და ისეთი შეთანხმება, რომელიც საქართველოს სჭირდება. ამ პრინციპებიდან გამომდინარე, ნებისმიერი შეთანხმებისთვის ვართ მზად. იმედია, ჩვენს მედიატორსა და პროცესის ყველა მონაწილეს წარმატებული დღე გვექნება და შეთანხმება შედგება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი – კრისტიან დანიელსონი საქართველოში კიდევ ერთი დღით დარჩა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს დილიდან განაგრძობს.