მარინა ენდელაძე: გვერდითი მოვლენები მეტი აქვს, დავუშვათ, მიწის თხილს, რომელიც მეტად ალერგიულია, ვიდრე ვაქცინა

“ნუ ავყვებით რაღაც ინფორმაციებს, აუცილებლად უნდა ავიცრათ, ეს არ არის მავნე”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.

„მინდა, მოვუწოდო ჩემს კოლეგებსა და სრულიად მოსახლეობას, ნუ ავყვებით რაღაც ინფორმაციებს, აუცილებლად უნდა ავიცრათ, ეს არ არის მავნე. გვერდითი მოვლენები დავუშვათ უფრო მეტი აქვს მიწის თხილს, რომლის მირთმევამაც შესაძლოა, უფრო მწვავე ალერგია მოგცეთ, ვიდრე ვაქცინამ. სასიამოვნოა, რომ გამოითქვა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ვაქცინა თრომბოემბოლიებთან კავშირში არ ყოფილა. ის ქვეყნებიც აღადგენენ მის გამოყენებას, რომლებმაც ორი კვირით შეაჩერეს. მე პირადად სხვა ვაქცინებს ვენდობი, მათ შორის, ჩინურ ვაქცინასაც. დიახ, ვაქცინაცია არის ეპიდემიის დასასრულის დასაწყისი“, – განაცხადა ენდელაძემ.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე სამედიცინო პერსონალის აცრა მოხდება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები