კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აჭარის ჯანდაცვის მინისტრი აიცრა

კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე აიცრა. ნიჟარაძემ ვაქცინა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიკეთა.

„მსოფლიოში არ არსებობს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის იმაზე ეფექტური საშუალება, ვიდრე ვაქცინაცია, ამიტომ მოვუწოდებ მედპერსონალს, ჩაერთონ ამ პროცესში“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

დღეს ბათუმში 50-ზე მეტი სამედიცინო მუშაკი ჩაიტარებს ვაქცინაციას.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე სამედიცინო პერსონალის აცრა მოხდება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები