დღეიდან სააღდგომო მარხვა იწყება
დღეიდან სააღდგომო მარხვა იწყება. დიდმარხვის დაწყების წინა დღეს ეკლესიებში შენდობის ლოცვა შესრულდა.
სამების საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ აღავლინა, შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა და შენდობა ითხოვა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული წელს ორ მაისს აღინიშნება.