ნიდერლანდებში შეიქმნა პირბადე, რომლისგანაც შესაძლებელია ყვავილების გაზრდა

დიზაინერმა ჰოლანდიიდან, მარიანა დო გროთმა, ცნობილმა, როგორც Marie Bee Bloom შექმნა ვარდისფერი, ბიოლოგიურად დაშლადი პირბადე, რომელიც ყვავილების თესლის გაზრდის კონტეინერს წარმოადგენს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „FastCompany“ ავრცელებს.

„მასალა ასეთი პირბადისთვის შექმნილია ბრინჯის, წყლისა და ნატურალური სახამებლის ნარევით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ბიოლოგიურად დაშლადი ნაჭრის ფენებს შორის მარიანამ ყვავილების თესლები ჩადო. აღნიშნული პირბადის ფასი 3,5 დოლარია.

„ყველას, ვინც ამ ნიღაბს მოიხმარს, შესაძლებლობა ექნება გაზარდოს ყვავილი საკუთარ ბაღსა თუ აივანზე, ან სულაც ოთახში და არ დახარჯავს დამატებით ფულს“,- წერს იდეის ავტორი.

მიუხედავად ყველაფრისა ექიმებმა უკვე გააფრთხილეს მოსახლეობა, რომ ბრინჯის ქაღალდს არასდროს გაუვლია ტესტირება, როგორც ინდივიდუალური დაცვის საშუალებას, ამიტომ ჯერჯერობით უცნობია შეძლებს თუ არა პირბადე კორონავირუსისგან დაცვას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები