ევროკავშირში ვაქცინის დეფიციტის ლიკვიდაციის მიზნით ფარმაკომპანიების ალიანსი შეიქმნა

გერმანულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ, BioNTech-მა, რომელმაც ამერიკულ Pfizer-თან ერთად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიმუშავა, ევროპაში ვაქცინის დეფიციტის ლიკვიდაციის მიზნით ფარმაკომპანიების ალიანსი შექმნა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „The Wall Street Journal“ ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ახალ კონგლომერატში 13 ფარმაცევტული ორგანიზაცია შევიდა, მათ შორის Novartis AG, Merck KGaA და Sanofi SA.

„კომპანიებმა საერთო მიზანი დაისახეს, წლის ბოლომდე შექმნან ვაქცინის ორი მილიარდი დოზა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომპანია BioNTech-ის ცნობით, ალიანსის ახალ მწარმოებლებთან მოლაპარაკებები კომპანია Pfizer-თან შეთანხმებით ხდებოდა. გაერთიანების წევრების უმრავლესობა ევროკავშირის ტერიტორიაზე მოღვაწეობენ. კომპანიაში, ასევე აღნიშნავენ, რომ ახალმა საექსპორტო შეზღუდვებმა, რომლებიც ევროკავშირმა შემოიღო დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში ბოლო დროის განმავლობაში, შესაძლოა ვაქცინისთვის დეფიციტური ინგრედიენტების მიწოდების შეფერხება მოახდინოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები