ეკატერინე ტიკარაძე: დღეს, 12 საათის შემდეგ სამედიცინო პერსონალს საშუალება მიეცემა, ვაქცინაციისთვის დაჯავშნონ თავიანთი დრო და ადგილი სპეციალურ პორტალზე

როგორც ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ჯანდაცვის უწყებას ყოველდღიური კომუნიკაცია ექნება ყველა იმ სამედიცინო დაწესებულებასთან, სადაც ვაქცინაცია მოხდება, რათა შესაძლო საფრთხეების მინიმირება მოხდეს.

„შექმნილია პორტალი, სადაც ხდება ადამიანების დარეგისტრირება. დღეს 12 საათის შემდეგ სამედიცინო პერსონალს საშუალება მიეცემა, დაჯავშნონ თავიანთი დრო და ადგილი, თუ სად იქნებიან ისინი ვაქცინირებული და დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი თანმიმდევრულად და წარმატებით წარიმართება. უნდა აღინიშნოს იმ სამედიცინო დაწესებულებების აქტივობის მნიშვნელობა, ვინც ამ პროცესშია ჩართული. ჩვენ მათთან გვექნება ყოველდღიურ რეჟიში უწყვეტი კავშირი, რომლის მიხედვითაც შევძლებთ, ხარისხის განსაზღვრას და ყველა იმ საფრთხის მინიმირებას, რომელიც შესაძლოა ამ პროცესში დადგეს“,- განაცხადა ტიკარაძემ.

რეგისტრაცია შესაძლებელია ინნება – booking.moh.gov.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები