„რიონის ხეობის მცველები“ მორიგ აქციას „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ 14 მარტს აანონსებენ

„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული შეხვედრა, რომელშიც მინისტრებთან ერთად „რიონის ხეობის მცველები“, არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები მონაწილეობდნენ, მინისტრების წასვლის შემდეგ შეწყდა.

ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ მინისტრებს კრიტიკულ კითხვებზე პასუხები არ ჰქონდათ.

„დღეს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მოგვაყენა შეურაცხყოფა იმიტომ, რომ დაგეგმილი იყო, მინისტრები დაესწრებოდნენ შეხვედრას და მათთან გვქონდა ჩვენ კითხვები. მათგან იყო მზაობა, აცხადებდნენ, რომ კითხვებთან დაკავშირებით, პრობლემა არ ჰქონდათ, მაგრამ ჩვენ ვნახეთ ის, რომ სწორედ იმიტომ, რომ კრიტიკულ კითხვებზე არ აქვთ პასუხები, წავიდნენ. 10 წუთით ჩამოვიდა ადამიანი თბილისიდან და უკანვე გაბრუნდა, რა მიზანს ემსახურებოდა მისი აქ მოსვლა, მედიასთან, თბილისში ვერ გააკეთებდა ამ განცხადებას?
„ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ დაგეგმილი აქცია 14 მარტს გაიმართება”, – აცხადებს ვარლამ გოლეთიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები