მარტვილისა და ჩხოროწყუს 6 საბავშო ბაღში გარე სათამაშო ატრაქციები მოეწყო

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სლოვაკეთის საელჩოს მხარდაჭერით, საგრანტო პროექტის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია – ,,ადგილობრივი განვითარების და ინოვაციების ცენტრთან“ თანამშრომლობით, მარტვილისა და ჩხოროწყუს 6 საბავშო ბაღში გარე სათამაშო ატრაქციები მოეწყო.

საბავშო ბაღებში დასრულებულ სამუშოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული – მალხაზ თორია და მაჟორიტარი დეპუტატი – ალექსანდრე მოწერელია ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ. სამეგრელო-ზემო სვანეთშკ ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტით რეგიონის მასშტაბი ამ დროისთვის 11 საბავშვო ბაღის მშენებლობა ხორციელდება და წელსვე დამატებით 9 საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები იწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები