ევროპარლამენტის წევრი, ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების პროცესში კრიზისის მედიატორად კრისტიან დანიელსონის დანიშვნას “ტვიტერში” ეხმაურება.
ევროპარლამენტარი წერს, რომ საქართველო და ევროკავშირი დიდებულია წყვილია.
“საქართველო და ევროკავშირი დიდებული წყვილია! აი, რატომ დავნიშნეთ კრისტიან დანიელსონი კრიზისის მედიატორად”, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.
ევროპარლამენტარის თქმით, მზად არის, ევროკავშირთან ერთად საქართველოსთვის ძალისხმევა არ დაზოგოს.
ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილე, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი თბილისს 12 – 14 მარტს ეწვევა.