ბჟანიამ ე.წ. ადმინისტრაციასთან შეკრებილ მომხრეებს მიმართა – “მადლობა მხარდაჭერისთვის, ჩვენი კურსი უცვლელია”

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ე.წ.ადმინისტრაციასთან შეკრებილ მომხრეებთან გავიდა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, “ჩვენი კურსი უცვლელი რჩება”.

“მინდა, ყველას მადლობა ვუთხრა, ვინც დღეს ქვეყნის მოქმედი მთავრობის ტაქტიკურ და სწორ ქმედებას მხარდაჭერა გამოუცხადა. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის დამყარებასა და ქვეყნის სტაბილურ განვითარებას შევძლებთ. ჩვენი კურსი უცვლელია, ჩვენ უზრუნველვყოფთ, ვიცავთ და წინ ვწევთ აფხაზეთისა და მისი ხალხის ინტერესებს რუსეთის ფედერაციასთან სტრატეგიულ პარტნიორობაში”, – თქვა მან.

დღეს სოხუმში ვეტერანთა ორგანიზაციის – “არუაას” მეცხრე ყრილობა გაიმართა, ამის პარალელურად კი, ბჟანიას 200-მდე მომხრე ე.წ.პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეიკრიბა.

რაც შეეხება ყრილობას, “არუაამ” ბჟანიას მოუწოდა, ე.წ.თანამდებობა ნებაყოფლობით დატოვოს. სხვა მიზეზებთან ერთად, სახელდება ბჟანიას მცდელობა, დაამყაროს მჭიდრო “ეკონომიკური თუ პოლიტიკური კონტაქტები საქართველოსთან”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები