სოზარ სუბარი: მელიას გამოსვლას და მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდომას სჭირდება სულ რაღაც 40 ათასი ლარის, ან ათი ათასი ევროს გადახდა და ის ერთ საათში კი არა, ერთი წუთში იქნება გარეთ

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის განცხადებით, იმაზე დიდი კომპრომისი, ვიდრე ვადამდელი არჩევნების დაპირებაა, არ არსებობს.

,,ნიკა მელიას გამოსვლასა და მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდომას სჭირდება სულ რაღაც 40 ათასი ლარის, ან ათი ათასი ევროს გადახდა და ის ერთ საათში კი არა, ერთი წუთში იქნება გარეთ. ამიტომ მგონია, ეს საკითხიც არის მოხსნილი. რას ველოდებით, ამაზე წინასწარ ლაპარაკით არასწორი მოლოდინი შეიძლება, გავაჩინოთ, ამიტომ მოდით, დაველოდოთ, ჩვენი შეთავაზება ვთქვით და დევს მაგიდაზე, დანარჩენი მოლაპარაკება იმიტომ არის საჭირო, რომ შედეგს მივაღწიოთ. არსებობს ჩვენი წინადადებები, თუმცა, რადგანაც გამოყოფილია სპეციალური მომლაპარაკებელი, შესაბამისად, მომლაპარაკებელთან ერთად, ბუნებრივია, იქნება ბრიუსელამდე შეხვედრები და გარკვეული დაზუსტებები“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები