“არუაა” – “ქართული საქონლისთვის საზღვრების გახსნით მოხდება სავაჭრო ექსპანსია და ჩვენი სახელმწიფოს დასრულება”

ოკუპირებული აფხაზეთის ვეტერანთა ორგანიზაციის – “არუაას” ე.წ. თავმჯდომარის, თემურ გულიას თქმით, აფხაზეთის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს.

ამის შესახებ მან ორგანიზაციის მეცხრე ყრილობაზე განაცხადა.

გულიამ ე.წ. რესპუბლიკის დე ფაქტო მთავრობა გააკრიტიკა.

“ჩვენი საზღვრების გახსნა ქართული საქონლისთვის დასრულდება სავაჭრო ექსპანსიით და მოხდება ჩვენი სახელმწიფოს დასასრული მაშინ, როდესაც საქართველოსთან პოლიტიკური საკითხი ჯერ მოგვარებული არ არის. ჩვენი ძმების მიერ დაღვრილი სისხლი ჯერ არც გამშრალა და არც გაშრება, სანამ საყოველთაო აღიარებას არ მივაღწევთ. ეს არის ჩვენი მიზანი, ჩვენი ეროვნული იდეა. საქართველოსთან მოლაპარაკება საჭიროა და ეს ჟენევაში ხდება. მთელი 28 წლის განმავლობაში ენერგეტიკასთან დაკავშირებულ პირდაპირ მოლაპარაკებას ვაწარმოებთ. ნებისმიერი სხვა მრავალდონიან მოლაპარაკებას მივიჩნევთ ჩვენი პოზიციების დათმობად, რომელიც ეროვნული ინტერესების ღალატს უტოლდება”, – თქვა მან.

მისი თქმით, გალის რაიონის მოსახლეობის მოქალაქეობის საკითხი მოგვარებულია, რომლის 98% “საქართველოს მოქალაქეა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები