„ქართული ოცნების“ ოფისთან 4 პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს
„ქართული ოცნების“ ოფისთან სამოქალაქო აქტივისტების აქციაზე ოთხი პირი დააკავეს.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ოთხივე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის ან სამხედრო მოსამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.