მითი თუ რეალობა – აფხაზეთის ე.წ. სამრეწველო პალატამ, ტურისტების მოსაზიდად, საიმიჯო ვიდეო გადაიღო

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატამ საიმიჯო ფილმი – “აფხაზია” გადაიღო, რომელშიც საუბარია ე.წ. რესპუბლიკის ისტორიაზე, კულტურაზე, აფხაზი ხალხის ტრადიციებზე, ეროვნულ სამზარეულოზე, ღირშესანიშნაობებზე, ტურიზმის ობიექტებზე, ეკონომიკურ პოტენციალსა და ძირითადი დარგების განვითარებაზე.

ფილმი განკუთვნილია ტურისტების მოსაზიდად და მისი გახმოვანება ხდება რუსულ, ინგლისურ, თურქულ, არაბულ, იტალიურ და სხვა ენებზე.

მიუხედავად იმისა, რომ ფილმს აშკარად მიმზიდველი და ლამაზი “შეფუთვა” აქვს და მისი ყურების დროს გამოუცდელ მაყურებელს შეიძლება, შეექმნას შთაბეჭდილება, რომ ადგილი, რომელზეც ფილმში მიდის საუბარი, ნამდვილი “სამოთხეა” ტურისტისთვის და ზოგადად სამოთხეა დედამიწაზე, რეალობაში სხვანაირია.

ყველა ის სფერო რომელზეც ფილმში მიდის საუბარი, როგორც აყვავებული და ძალიან განვითარებადი, რეალურ ცხოვრებაში კრიტიკასაც ვერ უძლებს. როგორც ჩანს, აფხაზებმა გადაწყვიტეს, ტურისტები განსხვავებული მეთოდით მოიზიდონ, რადგან რამდენიმე წელია, ვერ ახერხებენ იმდენი ადამიანის მიღებას, რა განაცხადსაც აკეთებენ ხოლმე სეზონის დაწყების წინ.

და აქ საუბარი არ არის მხოლოდ იმაზე, რომ ე.წ. რესპუბლიკა იზოლირებულია გარე სამყაროსგან. იგივე რუსი ტურისტები, რომლებიც ძირითად ტურისტულ ნაკადს წარმოადგენენ, საუბრობენ გაუმართავ ინფრასტრუქტურაზე, დასვენების ელემენტარული პირობების არარსებობასა და სხვა პრობლემებზე.

შესაბამისად, ალბათ, მეტად პროდუქტიული იქნება, ე.წ. რესპუბლიკისთვის აშენდეს ინფრასტრუქტურა და გაუმჯობესდეს ადამიანების ცხოვრება, ვიდრე რეალობას მოკლებული, “ლამაზი” ფილმების გადაღებით დაკავდნენ, რადგან “შეცდომაში შეყვანილ”, ჩასულ ტურისტს მეორედ ვეღარ იხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები