გურჯანში,ლ ოჯახური ძალადობის დროს გარდაცვლილი 11 თვის ბავშვის დედის, თეონა ონიაშვილის განცხადებით, დაკავებული მეუღლის, ზურაბ შავლიაშვილისთვის პატიმრობის შეფარდება სამართლიანია.
„შვილი მომიკლა, წიწილა ხომ არ არის? 11 თვის ბავშვი ცივ სამარეში ჩავდე და რატომ არ უნდა დაისაჯოს ასეთი მამა? მოსამართლეს ვეთანხმები, უნდა დაისაჯოს.
„ზოგ -ზოგიერთები ამბობენ, რომ ჩემმა მეუღლემ, როდესაც ღუმელი მესროლა, ბავშვი ავიფარე სახეზე, რაც ტყუილია. ანთებული ღუმელი რომ მესროლა, უცბად ღუმელის კარი გაიღო და ბავშვს თავში მოხვდა. ცოტა სუნთქავდა, როცა მეზობელთან გავიყვანე და სასწრაფო გამოვიძახეთ, მაგრამ დაიღუპა”, – ამბობს თეონა ონიაშვილი „რუსთავი 2″- თან.
შეგახსენებთ, შემთხვევა გურჯაანში, ვაჩნაძის ქუჩაზე 9 მარტს მოხდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ცოლ-ქმარს შორის დაწყებული ფიზიკური დაპირისპირების დროს შავლიაშვილმა მეუღლეს ლითონის ანთებული ღუმელი იმ დროს ესროლა, როცა ქალს ხელში ბავშვი ეჭირა. 11 თვის ჩვილი მიყენებული დაზიანებებით გარდაიცვალა.