აზერბაიჯანელი დეპუტატი ვაქცინაციის შემდეგ კორონავირუსით დაინფიცირდა

აზერბაიჯანის სახალხო პარტიის თავმჯდომარე, ქვეყნის ყოფილი პრემიერი, ფანაჰ ჰუსეინი კორონავირუსით დაინფიცირდა.

ამის შესახებ თავად დეპუტატმა თქვა და აღნიშნა, რომ ამჟამად მკურნალობის კურსს გადის.

აღსანიშნავია, რომ 64 წლის ჰუსეინმა 23 თებერვალს ორი სხვადასხვა პარტიის ლიდერებთან ერთად აცრა გაიკეთა.

ფაქტს საზოგადოებაში მღელვარება მოჰყვა, რასაც ჯანდაცვის სამინისტროში გამოეხმაურნენ.

უწყებაში განმარტეს – “ვაქცინაციის დაწყების შემდეგ არაერთხელ მოვუწოდეთ აცრილ ადამიანებს, რომ გაუფრთხილდნენ ჯანმრთელობას. ვაქცინა ადამიანის დაცვას მალევე არ იწყებს. აცრიდან რამდენიმე ხანში იწყება ორგანიზმში ანტისხეულების გამოყოფა. ამიტომ, ვაქცინაციის შემდეგ ადამიანი თავს უნდა გაუფრთხილდეს”.

აზერბაიჯანში იანვრის ბოლოდან ჩინური პრეპარატით ვაქცინაცია დაიწყო.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები