სოსო ტყემალაძე: წინასწარი ინფორმაციით, რაგბის კავშირის ვალი, დაახლოებით, 5-6 მლნ ლარია
წინასწარი ინფორმაციით, რაგბის კავშირის ვალი, დაახლოებით, 5-6 მლნ ლარია, – ამის შესახებ რაგბის კავშირის ახალმა პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, კლუბებში პრობლემებია.
„უნდა ჩავიხედო, რა ხდება ფინანსებში. წინასწარი ინფორმაციით, ვალი 5-6 მლნ ლარია. დამტკიცებული ბიუჯეტი 17,5 მლნ ლარია. მოთხოვნა იყო 40 მლნ და შემდეგ 26 მლნ ლარზე ჩამოწიეს. ისიც არ არის დაკმაყოფილებული. ნაკრებმა თამაშები დაიმატა. კლუბებში პრობლემებია და ამ სიტუაციიდან სწრაფად უნდა გამოვიდეთ“, – განაცხადა სოსო ტყემალაძემ.
დელეგატების რეგისტრაცია დიდუბეში, „ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო დარბაზში 13:00 საათიდან დაიწყო. პრეზიდენტობის კანდიდატად მხოლოდ სოსო ტყემალაძე დარეგისტრირდა.