“მეგობრებო, უკვე დავინიშნე მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად – დიდი მადლობა პრემიერმინისტრს ამ ნდობისათვის”, – ამის შესახებ ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს.
გიორგობიანი, რომელიც წლების განმავლობაში შსს-ში და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა, ამბობს, რომ ამ უწყებების გულშემატკივარი რჩება.
“მეგობრებო, უკვე დავინიშნე მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად – დიდი მადლობა პრემიერმინისტრს ამ ნდობისათვის.
ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო, წლების განმავლობაში მემუშავა შინაგან საქმეთა სამინისტროში და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
ყოველთვის დავრჩები ამ უწყებების გულშემატკივარი.
განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო ბატონ ვახტანგ გომელაურს იმ შესაძლებლობისთვის, რომ მასთან ერთად წლების განმავლობაში მემუშავა.
ვახტანგ გომელაური არის ღირსეული ადამიანი, საუკეთესო ხელმძღვანელი და საუკეთესო მეგობარი – კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მას.
აქვე ვიტყვი, რომ ისევე, როგორც აქამდე, ახლაც 24 საათის განმავლობაში მზად ვარ მედიასთან კომუნიკაციისთვის”, – წერს გიორგობიანი.