სოზარ სუბარი: მივიდა ადამიანი, ელაპარაკა, ბავშვმა თქვა, რომ მეტს აღარ ვიზამ, ამ საუბარს ესწრებოდნენ მშობლები და მეზობლები, არანაირი მუქარა და ბულინგი არ ყოფილა
“ქმედება, რომელსაც არ ჰყავს დაზარალებული, ბუნებრივია, დანაშაული ვერ იქნება და დანაშაულის ნიშნები ვერ იარსებებს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა – სოზარ სუბარმა ბერა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუსთან დაკავშირებით განაცხადა
მისივე თქმით, ჩანაწერში, რომელიც გავრცელდა, ამოკრეფილია სხვადასხვა სიტყვა და კონპილაციურად არის გაკეთებული, რაც ცუდი მოსასმენია.
„ავთენტურობასთან დაკავშირებით წუხელ არ ყოფილა ლაპარაკი. ლაპარაკია იმაზე, რაც პირველივე დღეს ვთქვით, არის ათეულობით ჩანაწერი, საიდანაც არის ამოკრეფილი სხვადასხვა სიტყვები, მათ შორის, უცენზურო ლექსიკით გამოხატული. ეს არის კონპილაცია გაკეთებული და გაკეთებულია რაღაც ცუდი მოსასმენი ტექსტები, სხვა არანაირ მუქარასთან დაკავშირებით იქ ლაპარაკი არ ყოფილა. ქმედება, რომელსაც არ ჰყავს დაზარალებული. ბუნებრივია, დანაშაული ვერ იქნება და დანაშაულის ნიშნები ვერ იარსებებს, რა ნიშნებიც არსებობს. დავინახეთ – მივიდა ადამიანი ელაპარაკა, ბავშვმა თქვა, რომ მეტს აღარ ვიზამ და ამის შემდეგ წამოვიდა უკან, ამ საუბარს ესწრებოდნენ მშობლები და მეზობლები, არანაირ მუქარა არანაირი ძალადობა, ბულინგი არ ყოფილა, განსხვავებით იმისგან, რაც ხდებოდა საპირისპირო მხრიდან“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.