ბექა დავითულიანი: ჰესები უნდა აშენდეს, მაგრამ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, ეკონომიკური ინტერესებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით

“ჰესები უნდა აშენდეს, მაგრამ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, ეკონომიკური ინტერესებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით”, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ბექა დავითულიანმა „რაჭა-ლეჩხუმში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით“ პარლამენტში წარდგენილი პეტიციის თაობაზე განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ყველა საკითხისა და ყველა საფრთხის სრულად ამოწურვა.

„რა თქმა უნდა, საქართველოში ჰესები უნდა აშენდეს, მაგრამ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, ეკონომიკური ინტერესებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით. ეს სამი მიმართულება თუ არ იქნა კარგად გააზრებული და დაცული, რა თქმა უნდა, ამის გარეშე არავინ აპირებს მოქმედებას.
ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ უნდა აშენდეს ჰესები და მივიღოთ ეკონომიკური სარგებელი. ამ კრიტერიუმებთან დაკავშირებით ვსვამ კითხვებს ყველა ფორმატში, ვიღებ ნაწილობრივ პასუხებს და ისეთ პასუხებსაც, რომელსაც არ ვიცნობდი და კომიტეტზე მყოფმა ბევრმა ადამიანმაც არ იცოდა, თუმცა, მნიშვნელოვანია სრულად ამოწურვა ყველა საკითხისა და ყველა საფრთხის“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები