ახალსოფელი-შუა ხორგის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტში ახალსოფელი-შუა ხორგის დამაკავშირებელი 5.5-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 მილიონ 909 ათასი ლარია.

შპს ,,შარა-გზამშენი პირველი“ ახორციელებს. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუკრი ხასიამ, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა  – გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავამ დაათვალიერეს.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები