მიხეილ სარჯველაძე – გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე: გამოძიება ნიშნავს, რომ ბევრი რამ შეიძლება, მსჯელობისა და დისკუსიის საგანი იყოს
“როდესაც პროკურატურა მედიაში გასულ ინფორმაციაზე გამოძიებას იწყებს – საინტერესოა”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ტელეკომპანია “პირველის” ეთერით გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას.
მისივე თქმით, გამოძიება ნიშნავს, რომ ბევრი რამ შეიძლება, მსჯელობისა და დისკუსიის საგანი იყოს.
„როდესაც პროკურატურა მედიაში გასულ ინფორმაციაზე გამოძიებას იწყებს – საინტერესოა. გამოძიება უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ ბევრი რამ შეიძლება, იყოს მსჯელობის, დისკუსიის საგანი, შესწავლის საგანი საგამოძიებო ორგანოების მხრიდან და ეს ბუნებრივია, აუცილებელი პროცედურაა, უხეშად რომ ვთქვათ, როდესაც საქმე შეიძლება, გვქონდეს დანაშაულის ჩადენასთან“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.