თეა წულუკიანი: დეპუტატი ვარ, ამ ქვეყნის გენერალურ პროკურორად არავის დავუნიშნივარ

“თქვენ ამ კითხვას მე, დეპუტატს მისვამთ სერიოზულად?”, – ასე პასუხობს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი ტელეკომპანია “პირველის” ეთერით გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას – “რატომ დაიწყო პროკურატურამ გამოძიება ჩანაწერების ჩაწერასა და მოსმენასთან დაკავშირებით და არა ამ ჩანაწერებში გაჟღერებულ შესაძლო დანაშაულის ნიშნებზე”.

“თქვენ ამ კითხვას მე, დეპუტატს მისვამთ სერიოზულად? არ მგონია, რომ ეს კითხვა ჩემი მხრიდან საპასუხო არ არის. მე დეპუტატი ვარ, ამ ქვეყნის გენერალურ პროკურორად არავის დავუნიშნივარ”, – აღნიშნა წულუკიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საჯაროდ გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე, კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები