თეა წულუკიანი – ელისაშვილს: მე კი არ ვიკბინები, თქვენ შემოხვედით ჩემს კომიტეტში და ერთხელ არ დაგაინტერესათ, რა ხედვა მაქვს, რას ვაკეთებ

“ბატონი ალექსანდრე ელისაშვილი ბრძანდება ის კაცი, რომელიც გულშემატკივრობს ქართულ კულტურას, მაგრამ ამ კულტურის დასაცავად პარლამენტში კულტურის კომიტეტის არსებობას არ ემხრობა”, – ამის შესახებ პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტროს გაყოფის შესახებ განხილვისას განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

ელისაშვილის შეკითხვას, რა საჭიროა ცვლილების მიღება პარლამენტსა და მთავრობაში, თეა წულუკიანმა უპასუხა.

,,ბატონი ალექსანდრე ელისაშვილი ბრძანდება ის კაცი, რომელიც გულშემატკივრობს ქართულ კულტურას, მაგრამ ამ კულტურის დასაცავად პარლამენტში კულტურის კომიტეტის არსებობას არ ემხრობა. ეს უბრალოდ ისტორიას რომ დარჩეს, რადგან მე და თქვენ რომ კასტილებით ვივლით, ახალი თაობა ამ სხდომას ჩახედავს.

გამიკვირდა, თქვენ რომ წევრი გახდით, არც კი მოითხოვეთ კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრა. ახლა მე გთხოვთ თქვენ შეხვედრას. სულაც არ არის სასაცილო. მე კი არ ვიკბინები. თქვენ შემოხვედით ჩემს კომიტეტში და ერთხელ არ დაგაინტერესათ, რა ხედვა მაქვს, რას ვაკეთებ. თქვენ ძალიან სწორი აზრი თქვით, რომ უნდა გაიზომოს, რას მოიტანს ცვლილებები. ამიტომ, თქვენ თუ გექნებათ სურვილი და ჩემი არ გეშინიათ, და მგონი არ გეშინიათ, შევხვდეთ და მე თქვენ. აგიხსნით, სად ვართ დღეს, რა არის პრობლემები, რა გააკეთა კომიტეტმა და რა უნდა მოვთხოვოთ ამ კომიტეტს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

განათლების კომიტეტმა მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი როგორც განათლებისა და კულტურის სამინისტროს გაყოფას, ასევე, კულტურის კომიტეტის ცალკე შექმნას. ინიციატივას მხარს არ უჭერს პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები