ნათია თურნავა: ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ,,ნამახვანჰესის” პროექტის მიმართ შეიქმნას ნდობა

“ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ,,ნამახვანჰესის” პროექტის მიმართ შეიქმნას ნდობა”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით როგორც ადგილობრივ მოსახლეობასთან, ისე ექსპერტებთან აქტიური კომუნიკაციაა დაწყებული.

„პრემიერმინისტრის დავალებით, მე და ჩემს კოლეგა ლევან დავითაშვილს გვაქვს დაწყებული ძალიან აქტიური კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან, ვინც პროექტის მახლობლად ცხოვრობს და ასევე ზოგადად ფართო საზოგადოებასთან, ექსპერტებთან. ჩვენ იცით, რომ შევხვდით ცაგერის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს, ასევე, ჩავედით უშუალოდ ხეობაში და შევხვდით საპროტესტო აქციის მონაწილეებს. დღეს აქ გვექნება საგნობრივი დისკუსია. ამ დისკუსიას კვლავაც გავაგრძელებთ ღია ფორმატში.

ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა პროექტის მიმართ შეიქმნას ნდობა.ზოგადად, რა თქმა უნდა, დღეს აუცილებლად ვისაუბრებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადგილობრივი ენერგორესურსი, ადგილობრივი ჰიდრორესურსის განვითარება საქართველოსთვის, რათა ჩვენი მზარდი ეკონომიკა არ იყოს დამოკიდებული მზარდად იმპორტზე, არამედ გვქონდეს დამოუკიდებელი, ძლიერი ეროვნული ეკონომიკა, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები