გებრეისუსი: პანდემიამ ქალებს ძლიერი დარტყმა მიაყენა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, კორონავირუსის პანდემია და ვირუსით გამოწვეული შედეგები გაცილებით მტკივნეულად აისახა ქალებზე, ვიდრე – კაცებზე.

მისი თქმით, აღნიშნული გამოიხატა სახლში ძალადობის მატებასა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვაზე წვდომის შემცირებაში.

“ასევე, რიცხვებით რომ ვიხელმძღვანელოთ, დასაქმების სფეროში დანაკარგი გაცილებით მაღალია ქალებში, ვიდრე – მამაკაცებში”, – თქვა მან.

გარდა ამისა, გებრეისუსის თქმით, ქალებისთვის დამატებითი ტვირთი აღმოჩნდა ბავშვებისა და მოხუცების მოვლა.

მისივე შეფასებით, “ადამიანების მკურნალობასა და მათი სიცოცხლეების გადარჩენის საქმეში” 70% უკავშირდება მედიცინის მუშაკ ქალებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები