იემენში მიგრანტთა ბანაკში ხანძარს, სულ მცირე, 8 ადამიანი ემსხვერპლა, 170 დაშავდა

იემენში მიგრანტთა ბანაკში ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 8 ადამიანი დაიღუპა, 170 დაშავდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ავრცელებს.

დაშავებულთაგან 90 მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

იემენში 2014 წლიდან სამთავრობო ძალებსა და მეამბოხე-ჰუსიტებს შორის სამხედრო დაპირისპირება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები