გედევან ფოფხაძე: ჯანმრთელობის მოტივით თუ მთელი „ქართული ოცნება“ სახლში წავა, დროული იქნება

„მგონია, რომ ჯანმრთელობის მოტივით თუ მთელი „ქართული ოცნება“ სახლში წავა, ძალიან დროული იქნება”, – ამის შესახებ “ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის” აღმასრულებელმა მდივანმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ პარტიაში ჯანმრთელობის თვალსაზრისით კლიმატი ძალიან მძიმეა.

„მგონია, რომ ჯანმრთელობის მოტივით თუ მთელი „ქართული ოცნება“ სახლში წავა, ძალიან დროული იქნება იმიტომ, რომ, აშკარად, პარტიაში ჯანმრთელობის თვალსაზრისით კლიმატი ძალიან მძიმეა. რაც უფრო დიდხანს იქნები „ქართული ოცნების“ წევრი, ეს შენი ჯანმრთელობისთვის მით უფრო ცუდი იქნება“, – განაცხადა ფოფხაძემ.

ცნობისთვის, ვასილ მაღლაფერიძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა დატოვა. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები