გიორგი გუგავა: ყნოსვა ყოველთვის კარგი ჰქონდა ვასიკო მაღლაფერიძეს, როგორც ჩანს, იგრძნო მოახლოებული დასასრული
“ლეიბორისტული პარტიის” წევრი, გიორგი გუგავა ვასილ მაღლაფერიძის მიერ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის დატოვებას გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, მაღლაფერიძემ მოახლოებული დასასრული იგრძნო.
“ყნოსვა ყოველთვის კარგი ჰქონდა ვასიკო მაღლაფერიძეს. როგორც ჩანს, იგრძნო მოახლოებული დასასრული და, როგორც ასეთ პერსონაჟებს სჩვევიათ, გადახტა გემიდან და მას ბევრი მიჰყვება აუცილებლად”, – აღნიშნა გუგავამ.
ცნობისთვის, ვასილ მაღლაფერიძემ პოლიტიკური თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა, მიზეზად კი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.