იაგო ხვიჩია: ვუშვებ, ჩანაწერები საჯარო სივრცეში მოხვდა სწორედ იმის გამო, რომ მოლაპარაკებები ჩაიშალოს
“მე ვუშვებ, რომ ეს ჩანაწერები საჯარო სივრცეში მოხვდა სწორედ იმის გამო, რომ მოლაპარაკებები ჩაიშალოს”, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულის უარყოფა შეუძლებელია, რადგან ზუსტად ისე, როგორც „ქართული ოცნება“ შლიდა მოლაპარაკებებს, მაგალითად ნიკა მელიას დაჭერით, ასევე შეიძლება ამას აკეთებდეს ვიღაც.
„ვუშვებ, რომ ეს ჩანაწერები საჯარო სივრცეში მოხვდა სწორედ იმის გამო, რომ მოლაპარაკებები ჩაიშალოს. ამის უარყოფა შეუძლებელია, იმიტომ რომ ზუსტად ისე, როგორც „ქართული ოცნება“ შლიდა მოლაპარაკებებს, მაგალითად ნიკა მელიას დაჭერით, ასევე შეიძლება ამას აკეთებდეს ვიღაც.
მეორე საკითხია თვითონ იმ საკითხების მორალური გარჩევა, რომელიც ამ ვიდეოშია და საზოგადოებაში, ფაქტობრივად ყველა მოსამართლე, მსაჯული გახდა ამ საქმის. ვფიქრობ, რომ ეს ჩანაწერი გამოგდებულია, იმისთვის რომ მოლაპარაკების პროცესს საფრთხე შეექმნას. არ ვიცნობ „ქართული ოცნების“ შიდა ინფრასტრუქტურასა და არქიტექტურას, მე ხომ არ ვიცი შიგნიდან ვის შეიძლებოდა რამე ჩანაწერი გამოეტანა ან არ გამოეტანა, ასევე არ ვიცი პირობითად როდინდელი ჩანაწერების ნაკრებია ეს, შესაბამისად ბევრი უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ მოლაპარაკების პროცესის წინ ასეთი ჩანაწერების გამოგდება, იკითხება, როგორც პირდაპირი მიზანი, მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდეს“, – განაცხადა ხვიჩიამ.