დავით მათიკაშვილი: ერთადერთი, ვისაც არ სურს მოლაპარაკების მაგიდასთან მხარეთა დასხდომა და რეალური გადაწყვეტილების მიღება “ნაცმოძრაობაა”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ერთადერთი, ვისაც საქართველოში არ სურს მოლაპარაკების მაგიდასთან მხარეთა დასხდომა და რეალური გადაწყვეტილების მიღება „ნაციონალური მოძრაობაა”.

მათიკაშვილი ტელეკომპანია “პირველის” ეთერში გუშინ გასულ ჩანაწერს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აღნიშნული ტყუილის ტირაჟირებაა.

„ერთადერთი, ვისაც საქართველოში დღეს არ სურს მოლაპარაკების მაგიდასთან მხარეთა დასხდომა და რეალური გადაწყვეტილების მიღება ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. ძალიან მარტივი თვალსაჩინო პროვოკაცია და ტყუილის ტირაჟირებაა სინამდვილეში ეს. შეგნებულად გაკეთებული იმისთვის, რომ „ნაცმოძრაობამ“ თავისი დესტრუქციული გზა, რომელიც შორს არის რეალობასთან, განახორციელოს და განაგრძოს. ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმაც ეს ყველაფერი კარგად იციან“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები