გურამ მაჭარაშვილი: საზოგადოების უმრავლესობამ დაინახა, რომ ეს არის იაფფასიანი ფაბრიკაცია, რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, გადაიტანოს ყურადღება იმ მთავარი თემებიდან, რაც არის ქვეყანაში

“ჩანაწერებს რაც შეეხება, უნდა ვთქვათ მკაფიოდ, რომ საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაინახა, რომ ეს არის იაფფასიანი ფაბრიკაცია”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, იაფფასიანი ფაბრიკაციით რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, გადაიტანოს ყურადღება იმ მთავარი თემებიდან, რაც არის ქვეყანაში, ესენია – კოვიდპანდემია, ეკონომიკური კრიზისი, ასევე პოლიტიკური პროცესები.

„ჩანაწერებს რაც შეეხება, უნდა ვთქვათ მკაფიოდ, რომ საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაინახა, რომ ეს არის იაფფასიანი ფაბრიკაცია, რომლითაც რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, გადაიტანოს ყურადღება იმ მთავარი თემებიდან, რაც არის ქვეყანაში. ეს არის კოვიდპანდემია, ეს არის ეკონომიკური კრიზისი, ასევე პოლიტიკური პროცესები. ჩვენი სამართალდამცავი უწყებები მაღალკვალიფიციურად შეაფასებენ ყველა იმ ფაქტს, რომელიც მსგავსი ტიპის შეიძლება, არსებობდეს ქვეყანაში. დარწუნებული ვარ, რომ თუ კი ამის აუცილებლობა იქნება, მისცემენ შესაბამის მსვლელობას. ეს იმდენად იაფფასიანი იყო, რომ არც კი ჰგავდა დანარჩენ ჩანაწერებს, რომლითაც ადრე ცდილობდნენ, რომ ადამიანების მანიპულაციით ხელი შეეწყოთ პროვოკაციებისთვის. ჩვენს ქვეყანაში არსებობს დემოკრატიული ინსტიტუტები, არსებობენ შესაბამისი პროფესიული საგამოძიებო უწყებები, რომლებიც მაღალკვალიფიციურად შეაფასებენ ნებისმიერ ფაქტს. ეს ჩანაწერი, დიდი ალბათობით, არ არის ავთენტური. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რა არის დღის წესრიგის მთავარი თემა ქვეყანაში. ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ეს არის ძალიან დილეტანტურ დონეზე მომზადებული ჩანაწერი. რაც დრო გადის, მით უფრო რწმუნდება საზოგადოება, რომ ოპოზიციას არ აინტერესებს არც ვადამდელი არჩევნები, არც პლებისციტი. გამომდინარე იქიდან, რომ ის უარყოფს ყველა იმ შეთანხმებაში მონაწილეობას, ყველა ინ პლატფორმას, ყველა იმ შესაძლებლობას, რომელმაც შესაძლებელია თეორიულად მიიყვანოს ვადამდელ არჩევნებამდე“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, ტელეკომპანია “პირველის” ეთერში გასული სიუჟეტის მიხედვით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, მათივე ინფორმაციით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს ესაუბრება იმ ახალგაზრდების დაშინებასა და დასჯაზე, რომლებმაც ინტერნეტში შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. სატელეფონო საუბრის ერთ-ერთი ფიგურანტია ანზორ ჩუბინიძეც.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები