ახრა ავიძბას სახლიდან ე.წ. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით იარაღი ამოიღეს (ფოტო)
სოხუმში აფხაზმა ე.წ. ძალოვანებმა დე ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას ყოფილი თანაშემწის ე.წ. საერთაშორისო კავშირების საკითხებში, ახრა ავიძბას სახლიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს.
შესაბამისი ინფორმაციას ე.წ. შსს ავრცელებს.
აღინიშნება, რომ ამოღებულია სხვადასხვა კალიბრისა და ნიმუშის ვაზნა; ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნები; ხელის ტყვიამრქვევები; რუსული და უცხოური წარმოების ავტომატური იარაღის ლულები; პისტოლეტები; სპეციალური აღჭურვილობა და რადიო გადამცემი მოწყობილობები და სხვა იარაღი.
იარაღი და საბრძოლო მასალა გაგზავნილია ე.წ. შსს-ს სასამართლო ექსპერტიზის ცენტრში. მასალები გადაეგზავნება წინასწარი გამოძიების ორგანოს, პროცედურული გადაწყვეტილების მისაღებად.
ინფორმაციაში ასევე აღინიშნება, რომ ავიძბასთან ერთად დაკავებულია 5 პირი, რომლებიც აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის მოქალაქეები არ არიან, მათი ვინაობა დგინდება.